ცოტნე მიქუტიშვილის პერსონალური გამოფენა

განსაკუთრებული საჭიროების მქონე ცოტნე მიქუტიშვილის პერსონალური გამოფენა გაიმართა თბილისში. 10 წლის ცოტნე, რომელსაც არ აქვს სმენა და არ შეუძლია საუბარი, უკვე 4 წელია ხატავს. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მის მიერ შესრულებული 30 ნახატი, რომელთა შორის ძირითადად ნატურმორტი და პეიზაჟი დომინირებდა.

ცოტნე მიქუტიშვილი საერთაშორისო კონკურსის – ,,ფილანტროპის” 2016 წლის გამარჯვებულია.