ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში ორი მამაკაცი უპატრონო ძაღლმა დაკბინა, რომელსაც ცოფი აღმოაჩნდა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგის განცხადებით, დაკბენილი ერთი-ერთი მამაკაცი საჭირო ვაქცინაციაზე უარს ამბობს და ამ დროისთვის სეპციალისტები მკურნალობის აუცილებლობაზე მის დარწმუნებას ცდილობენ. მეორე დაკბენილ მამაკაცს კი უკვე უტარდება შესაბამისი მკურნალობა. ლაგოდეხის საზოგადოებრვი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარეობს იმ ადამიანებთან შეხვედრაც, ვისაც შესაძლოა ძაღლთან რაიმე სახის კონტაქტი ჰქონოდა.