სოფელ ფონას მცხოვრებთა პრობლემები

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფონას მცხოვრებლები ადგილობრივ ხელისუფლებას სრულ უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

მათი განცხადებით, ამისი მიზეზი საკმაოდ ბევრია. სოფლის სკოლა რეაბილიტაციას საჭიროებს. სასწავლო დაწესებულება სულ ოთხ სოფლის ბავშვებს ემსახურება. „მოამბემ“ ამ სკოლის მდგომარეობის შესახებ რეპორტაჟი ოთხი წლის წინ გააკეთა. მუნიციპალიტეტის მერი, რომელიც ახლაც თანამდებობაზეა, მაშინ პირობას დებდა, რომ პრობლემა მოგვარდებოდა, თუმცა ვითარება ამ დრომდე არ შეცვლილა. სკოლას არ გააჩნია კომპიუტერი და ინტერნეტი, არც ბიბლიოთეკა. ჯონდო მდივნიშვილი ამბობს, რომ საკითხს სისტემურად უდგებიან და ახლაც ამბობს, რომ საკითხის გადაჭრა შესაძლებელია. სკოლის ამორტიზებული შენობის გარდა ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელი საძოვრების გარეშეა დარჩენილი და ამ საკითხს სათანადო ყურადღებას არავინ აქცევს. რაც შეეხება რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს, მის შესახებ ადგილობრივებმა იციან, რომ არჩევნებზე ხმა მისცეს, თუმცა მას შემდეგ არავის უნახავს.

ჟანა დიდებაშვილის რეპორტაჟი.