ცხოვრება საოკუპაციო ხაზთან - ოჯახი, რომელსაც მიტოვებულ სოფელში უწევს ცხოვრება
ცხოვრება საოკუპაციო ხაზთან. პრობლემები და საფრთხეები. კუდუხაანთკარში, ერთადერთი ოჯახი რჩება, რომლიც არც საავტომობილო გზის, არც სასმელი და სარწყავი წყალის არქონას არ შეუშინდა. პროფესიით პედაგოგს, 55 წლის მარიამ კუდუხაშვილს და მის მეუღლეს ცხოვრება რთული პირობების გათვალისწინებით გმირობის ფასად უწევთ.
წლებია, პედაგოგი რამდენიმე კილომეტრს ფეხით დადის და უამინდობის დროსაც კი, გვერდით მდებარე სოფლის სკოლაში ბავშვებს ასწავლის. ამ სოფელში დაბრუნების მცდელობები იყო, თუმცა რთული პირობების გამო, ადგილობრივებმა დარჩენაზე უარი თქვეს.
ნინო ფისაძე და მიხეილ ჯანეზაშვილი მოგიყვებიან ოჯახზე, რომელსაც საოკუპაციო მავთულხლართების გვერდით – მიტოვებულ სოფელში უწევს ცხოვრება.