პატიმრობა შეუფარდეს პირს, რომელმაც ძაღლზე სასტიკად იძალადა.
შემთხვევის ამსახველი კადრების არსებობის მიუხედავად, მარნეულის მკვიდრი დანაშაულს არ აღიარებს. მის წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულება მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეო-მასალაა. საქმეს ერთვის დაკავებულის ოჯახის წევრის კომენტარიც, რომლის მიხედვით ბრალდებულის სასტიკი ქცევის მიზეზი ძაღლის მიერ ქათმების შეჭმაა. მოსამართლის გადაწყვეტილებით პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დაკმაყოფილდა.