გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ცხოველთა ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნასთან დაკავშირებით წარდგენილი ინიციატივა განიხილეს. გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების, აგრარულ საკითხთა და განათლების და მეცნიერების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დეპუტატებმა შინაური ცხოველების დაცვის საჭიროებაზე გაამახვილეს ყურადღება. აღინიშნა, რომ დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება მეპატრონეებს და აეკრძალებათ შინაური ცხოველების ქუჩაში უპატრონოდ დატოვება.