ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, ძაღლების გასეირნების წესის დარღვევაზე რეგულაციის გამკაცრების შემდეგ, დაზარალებული ადამიანების რიცხვმა იკლო. სააგენტოში შესული შეტყობინებიდან გამომდინარე, ვითარება უკეთესობისკენ არის შეცვლილი. მოქალაქეები მეტად იცავენ ცხოველის მოვლა-გასეირნების წესებს. სკვერებსა და საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში მიმდინარეობს მონიტორინგი.