შინაურ ცხოველთა შესახებ საკანონმდებლო რეგულაციები გამკაცრდება.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო „შინაურ ბინადართა კეთილდღეობის“ კანონპროექტზე მუშაობს. განცხადება სააგენტოს მთავარმა იურისტმა გააკეთა. კახაბერ იოსელიანის თქმით, კანონპროექტი უკვე შემუშავებულია და რედაქტირების ეტაპზეა. აღნიშნული კანონი ითვალისწინებს დამატებითი შეზღუდვების შემოღებას და არსებული სანქციების გამკაცრებას.