შიდა ქართლში არსებული ცხელების ცენტრი მუშაობის ძველ რეჟიმს დაუბრუნდა.
საუბარია „გორმედის“ ქსელის ფილიალზე. მრავალპროფილური ფუნქციის აღდგენის გარდა, კლინიკა ცხელების მქონე პაციენტებსაც მიიღებს, რომელთა მართვაც მოხდება სპეციალურ ბოქსირებულ პალატებში. კლინიკის მედპერსონალს შიდა ქართლის გუბერნატორი შეხვდა. გიორგი ხოჯევანიშვილმა კლინიკა დაათვალიერა და ექიმებს პანდემიის დროს მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.