პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“ საარსებო მინიმუმის გაზრდას ითხოვს. შესაბამისი განცხადება, დღეს პარტიის თავმჯდომარემ, მთავრობის ადმინისტრაციაში შეიტანა. ბექა ნაცვლიშვილის განმარტებით, დღეს არსებული საარსებო მინიმუმი რეალობას არ ასახავს და მისი ხელახლა გადაანგარიშება უნდა მოხდეს.