სეზონურ ვირუსებთან ერთად, ბოლო პერიოდში ბავშვებში ჩუტყვავილას შემთხვევებმა იმატა.
ექიმების განმარტებით, დაავადება ძირითადად მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს და ჰოსპიტალიზაციასაც იშვიათად საჭიროებს, თუმცა არის გართულების შემთხვევებიც, მათ შორის პნევმონიის სახით. ამიტომ ისინი მშობლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. მედიკოსები გაცილებით მეტ საფრთხეს ხედავენ ბავშვების გეგმიური იმუნიზაციის კლებაში, რამაც, მათი განმარტებით, შესაძლოა ჩუტყვავილაზე ბევრად საშიში ინფექციების გავრცელება გამოიწვიოს. ამიტომ ისინი მშობლებს მიმართავენ, თუ პანდემიის პერიოდში ამცრელ დაწესებულებებში მისვლას ერიდებოდნენ, ახლა აუცილებლად მიაკითხონ ამბულატორიებს და შვილებს გამოტოვებული აცრები ჩაუტარონ.