ჭუბერის მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება გადაეცა

სტიქიით დაზარალებულ ჭუბერის მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ გადასცა. საუბარია 160 ოჯახზე.

საჩუქრებს შორის სასურსათო და ჰიგიენური ამანათები, სამზარეულოს ნაკრები, ლეიბები და საბნებია. მანამდე კი, მოხალისეებმა შეისწავლეს დაზარალებული ოჯახების მდგომარეობა და საჭიროებები.