ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ძალები დღეს არ გამოჩენილან. ოკუპანტების სამხედრო ტექნიკის გადაადგილება ხაშურის რაიონში გუშინ დაფიქსირდა. საოკუპაციო რეჟიმის ამ პროვოკაციასთან დაკავშირებით, დღეს შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება. უწყებამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაიბარა. შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.