ჩორჩანასთან საოკუპაციო ძალები დღეს არ გამოჩენილან

15:02, 29.08.2019

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ძალები დღეს არ გამოჩენილან. ოკუპანტების  სამხედრო ტექნიკის გადაადგილება ხაშურის რაიონში გუშინ დაფიქსირდა. საოკუპაციო რეჟიმის ამ  პროვოკაციასთან დაკავშირებით, დღეს  შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება. უწყებამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაიბარა. შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.

მსგავსი