„ჭკვიანი მრიცხველები“

სემეკ-ის მიერ დადგენილი ახალი რეგულაცია.

ყველა ახალაშენებულ მრავალბინიან სახლში ე.წ. სმარტ მრიცხველის დამონტაჟება სავალდებულო ხდება. ახალი ტექნოლოგია დარიცხვის ელექტრონულად კონტროლის საშუალებას იძლევა. დავალიანების შემთხვევაში ჭკვიანი მრიცხველით ელექტროენერგიის გათიშვა მომენტალურად ხდება, თანხის დაფარვისთანავე კი მიწოდება ავტომატურად აღდგება. ახალი სისტემის დანერგვა ადამიანური და ფინანსური რესურსის დაზოგვის შესაძლებლობას ქმნის.