„ჩიპოლინოს“ პრემიერა სენაკის თეატრში

სენაკის სახელმწიფო დრამატულ თეატრში „ჩიპოლინოს“ პრემიერა გაიმართა. ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ვახტანგ ნიკოლავაა. კომპოზიტორი და სიმღერების ტექსტების ავტორი კი კოტე მალანიაა. პრემიერას კულტურის მინისტრი დაესწრო. სპექტაკლის შემდეგ თეა წულუკიანმა სენაკის დრამატულ თეატრში მოქმედი მუზეუმი მოინახულა, რომელიც სამინისტროს ერთ-ერთი კონკურსის ფარგლებში განახლდა. კერძოდ, აღდგა სამუზეუმო მასალა, შეიქმნა ელექტრონული არქივი და მოეწყო საექსპოზიციო სივრცე.