ჩინეთის სამხედრო წვრთნები და გაფრთხილება ტაივანს

ჩინელი სამხედროების მასშტაბური სამხედრო სწავლება ტაივანის სრუტეში.

პეკინი ტაივანის დამოუკიდებლობის მომხრეებს აფრთხილებს, რომ სრუტეში მშვიდობა და კუნძულის დამოუკიდებლობა ერთმანეთთან შეუთავსებელია. ჩინური ავიაციისა და ხომალდების გააქტიურებაზე საპასუხოდ აშშ-მა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში „ტომაჰავკის“ ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილი ავიამზიდი გააგზავნა. პეკინსა და ვაშინგტონს შორის მორიგი დაძაბულობა ტაივანის პრეზიდენტის ამერიკაში ჩასვლას უკავშირდება. ამ ფონზე საინტერესო იყო საფრანგეთის პრეზიდენტის პოზიცია, რომელიც წინა კვირას პეკინში იმყოფებოდა. მაკრონის პოზიციით, ევროპა ტაივანის საკითხზე აშშ-ის დღის წესრიგის მიმდევარი არ უნდა გახდეს და ვაშინგტონსა და პეკინს შორის კონფრონტაციაში ჩათრევა თავიდან უნდა აირიდოს.