ჩინეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას, „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ საქმიანობის შესახებ, პოლიტიკოსები ისევ ეხმაურებიან. ჩინეთის მხარემ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ დიდი ხანია დაკავებულია სხვა ქვეყნებში ხელისუფლებების დამხობით, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანით და იდეოლოგიური ინფილტრაციით და სწორედ აღნიშნულმა ფონდმა წაახალისა საპროტესტო აქციები საქართველოში „უცხოური აგენტების კანონპროექტის“ წინააღმდეგ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ფონდის საქმიანობის გამოაშკარავება და ყველა ქვეყნის გაფრთხილება, რათა დაინახონ მისი ნამდვილი სახე, დაიცვან თავიანთი ეროვნული სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და ინტერესები – აცხადებს ჩინეთის საგარეო უწყება.