ჩინეთი ირჩევს მშვიდობას – ასეთია ჩინეთის ელჩის გზავნილი საქართველოში. დიპლომატმა მედიასთან მსოფლიოში კონფლიქტების, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომის მშვიდობიანი გზით დარეგულირების აუცილებლობაზე ისაუბრა. მშვიდობასა და ომს, დიალოგსა და სანქციებს, ცეცხლსა და სიტუაციის განმუხტვას შორის ჩინეთი ირჩევს მშვიდობას, დიალოგსა და განმუხტვას, – განაცხადა ჩინეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა.
ჟოუ ციენმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დაადასტურა და განაცხადა, რომ ჩინეთი ასევე ემხრობა საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირებას.