საქართველოში ჩინეთის ელჩის განცხადება

ეს არის უკიდურესად უპასუხისმგებლო და საშიში ქმედება, – ასე გამოეხმაურა საქართველოში ჩინეთის ელჩი ჭოუ ციენი აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერის ნენის პელოსის ტაივანში ვიზიტს. მისი თქმით, ნენსი პელოსის ვიზიტი ტაივანის სრუტეში დაძაბულობას კიდევ უფრო სახიფათოს გახდის. ელჩის თქმით, ჩინელი ხალხი ერთი ჩინეთის პრინციპის დამახინჯებას არ შეეგუება.