ქართულ-ჩინური საერთაშორისო კონფერენცია

ერთი სარტყელი – ერთი გზის ინიციატივის გეოპოლიტიკური ასპექტები“ –  ქართულ-ჩინური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა ტექნიკურ უნივერსიტეტში. ღონისძიების ფარგლებში, განიხილეს ისტორიული და ეკონომიკური მიმართულებები, ასევე საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების პრობლემები და პერსპექტივები. მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება და ინიციატივები გაუზიარეს. შეხვედრას საქართველოში ჩინეთის ელჩი დაესწრო.