ჩინეთიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს აეროპორტში ექიმები დახვდნენ

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩინეთიდან სპეცრეისით დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს ეპიდემიოლოგებისა და ექიმებისგან შემდგარი ჯგუფი დახვდა. მათ კანონმდებლობით გათვალისწინებული შემოწმება ჩაუტარეს. ჩინეთიდან მოქალაქეების დაბრუნება სპეციალური თვითმფრინავის საშუალებით მოხდა, რომელიც საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო.

დაბრუნებულებს თერმოსკრინინგი და ეპიდემიოლოგის კონსულტაცია ჩაუტარდათ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, აეროპორტში შემოწმებისას მოქალაქეებს საეჭვო სიმპტომები არ დაუფიქსირდათ.