ეპიდემიოლოგიური ვითარება

სადღესასწაულო დღეების მოახლოებასთან ერთად, დამატებით რეკომენდაციებს გასცემს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ხალხმრავალი შეკრებებისგან და ყველა დახურულ სივრცეში, მათ შორის ტაძრებში ატარონ პირბადე. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა სულ უფრო მცირდება, გარკვეული საფრთხე მაინც არსებობს, ამიტომ ეპიდემიოლოგები მოსახლეობას ურჩევენ, რეკომენდაციებს დაემორჩილონ. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 115 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა სამი ადამიანი. ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 2 270-ია, მათგან 340 პაციენტი მკურნალობს საავადმყოფოში, 2 ათასამდე ინფიცირებული კი მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.