ეპიდემიოლოგიური ვითარება

ეპიდვითარება ქვეყანაში სტაბილურია, ინფიცირების დღიური მონაცემების კლების ტენდენცია ნარჩუნდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდი 148 მოქალაქეს დაუდასტურდა. 1, 67-ია დადებითობის დღიური მაჩვენებელი. ბოლო 24 საათში, ვირუსული გართულებებით გარდაიცვალა ერთი პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსს ჯამში 16 771 პირი ემსხვერპლა. ინფიცირების დღეს აღრიცხული ფაქტებიდან, უმრავლესობა –  65 ახალი შემთხვევა თბილისშია, იმერეთი – 18, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 14, კახეთი – 13, არც ერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა მცხეთა-მთიანეთსა და რაჭა ლეჩხუმ- ქვემო სვანეთში. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 102 პირი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ „კოვიდ-19“ ნელ-ნელა ენდემურ ვირუსად გარდაიქმნება. მისი ვარაუდით, წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს.