ჩინეთი-ევროკავშირის სამიტის ფარგლებში, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინ პინი ევროკავშირის ლიდერებს შეხვდა. სამიტს, სადაც განხილული იქნება ჩინეთისა და ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობები, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელი, ჯოზეფ ბორელი დაესწრებიან. ისინი უკვე პეკინში იმყოფებიან. როგორც მიშელი აცხადებს, ევროკავშირსა და ჩინეთს შორის ყოველდღიურად 2 მილიარდი ევროს საქონლის გაცვლა ხდება. ჩინეთის პრეზიდენტთან მიმდინარე შეხვედრის დროს ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე ისაუბრა ჩინეთისა და ევროკავშირის ეკონომიკურ ურთიერთობებზე და შეეხო ადამიანის უფლებების საკითხს, რომელიც მისი აზრით, მნიშვნელოვანია განსახილველად.