რა გახდა მუხიანში, სარაგბო კომპლექსში ჭერის ჩამოშლის მიზეზი. ამას, სავარაუდოდ, ექსპერტიზა დაადგენს.
შესწავლა მერიის შიდა აუდიტის სამსახურმაც დაიწყო. სამშენებლო კომპანიაში ამბობენ, რომ შენობა ხარისხიანად არის აშენებული და მათთვის ინციდენტის მიზეზი უცნობია.
მუხიანში სპორტული კომპლექსი მედიის ყურადღების ცენტრში ერთხელ უკვე მოექცა, როდესაც გახსნიდან რამდენიმე თვეში თბილისის მერს ადგილზე დაზიანებული ინფრასტრუქტურა დახვდა.