ჭავჭავაძის გამზირზე ტექნიკის მაღაზია გაქურდეს

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ტექნიკის მაღაზია „აიპლიუსი“ გაქურდეს. შემთხვევა გამთენიისას, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის დასრულებისთანავე მოხდა. ფილიალის დირექტორის განცხადებით, წაღებულია ძვირადღირებული ტექნიკა და ზარალი დაახლოებით 90 000 ლარს შეადგენს. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს, ამოიღეს შიდა და გარე პერიმეტრის კამერის ჩანაწერები და მიმდინარეობს გამოძიება. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს და რაც ძარცვას გულისხმობს.

მოამბე