კოვიდ 19-ის გამო გაუქმებული „ევროვიზია 2020“ და კონკურსს გარეთ დარჩენილი 41 ქვეყნის მომღერალი, ქართველი მონაწილის უპრეცედენტო წარმატება ინტერნეტ-გამოკითხვებში და სიმღერა, რომელმაც გამოქვეყნებისთანავე ნახვების რეკორდი მოხსნა.
დარჩებიან თუ არა წლევანდელი კონკურსანტები მომდევნო წლის ევროვიზიის მონაწილეთა რიგებში, ორგანიზატორთა მიერ მიღებული გადაწყვეტილება თორნიკე ყიფიანის მონაწილეობის შესახებ და მომავალი წლის საკონკურსო სიმღერა, რომელიც მომღერლის ახალი გზავნილი გახდება მსოფლიოსთვის, – იხილეთ „ახალ კვირაში“, თორნიკე ყიფიანის ერთი წლით გადადებული გამარჯვების შანსი.