ევროვიზია – 2021
ევროვიზია 2021-ის წლევანდელი გამარჯვებული ქვეყანა იტალია გახდა. შესაბამისად, მომავალი ევროფესტივალის მასპინძელიც ეს ქვეყანა იქნება. აღსანიშნავია, რომ საქართველოდან ყველაზე მაღალი შეფასება – 12 ქულა სწორედ იტალიას ერგო. პირველი და მეორე ნახევარფინალური ტურებიდან, ფინალში 20 ქვეყნის წარმომადგენელი გადავიდა. საქართველოს წარმომადგენელი თორნიკე ყიფიანი კონკურსს ნახევარფინალიდან გამოეთიშა. ევროვიზიის კონცერტების პირდაპირი ტრანსლაცია მაყურებელს საქართველოს პირველმა არხმა შესთავაზა.