ევროვიზია 2021 - პირველი ნახევარფინალი

ევროვიზიის სიმღერის რიგით 65-ე კონკურსის პირველი ნახევარფინალური შოუ როტერდამში დღეს გაიმართება, სადაც 16 ქვეყნის რჩეული მუსიკოსი ფინალში მოსახვედრად იბრძოლებს.

პირველ ნახევარფინალში მონაწილეობას 17 ქვეყანა მიიღებს. ევროპის ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური კონკურსის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი 23 საათიდან შემოგთავაზებთ.

წელს ევროფესტივალზე საქართველოს თორნიკე ყიფიანი წარმოადგენს, რომელიც მეორე ნახევარფინალში, 20 მაისს იმღერებს. თორნიკე ყიფიანი შეასრულებს სიმღერას „You“.

დატოვე კომენტარი