ევროვიზია 2021 - რეპეტიცია პირველი ტურისთვის 

ევროვიზია 2021-ის ქართველმა მონაწილემ, თორნიკე ყიფიანმა, როტერდამში დღეს პირველი რეპეტიცია გაიარა.

შვედ რეჟისორთან, ემილია სანკვისტთან ერთად ის სასცენო დადგმის ბოლო დეტალებზე მუშაობს, მომდევნო რეპეტიცია პარასკევსაა ჩანიშნული. საკონკურსო სიმღერას სახელწოდებით, „იუ“ ევროფესტივალის ქართველი კონკურსანტი 20 მაისს, მეორე ნახევარფინალურ ტურში შეასრულებს. 20 მაისს გაირკვევა ევროვიზიის ფინალისტების ვინაობა.

რიგით 65-ე ევროფესტივალს 39 მონაწილე ქვეყანა ჰყავს. პირველი ნახევარფინალური ტური 18 მაისსაა ჩანიშნული და მასში 16 კონკურსანტი მიიღებს მონაწილეობას. 20 მაისს მეორე ნახევარფინალურ ტურს კი 17 მონაწილე ეყოლება.