თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად, საქართველოს 5 მოქალაქეა გარდაცვლილი. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. მიწასთან გასწორებულ ქალაქებში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. ქალაქ ადიამანში არიან ქართველი მაშველებიც, რომლებმაც უკვე არაერთი სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს. სტიქიის ზონაში ჩავიდა დღეს თურქეთში საქართველოს ელჩი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებსა და ქართველ მაშველებს შეხვდა. დიპლომატის თქმით, საქართველოს მოქალაქეებს შედარებით უსაფრთხო რეგიონებში ჩასვლაში დაეხმარებიან. ელჩის განცხადებით, შემუშავდება ევაკუაციის სქემა, რომლის მიხედვითაც თურქეთის დატოვების მსურველი, საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან.
ადგილზე იმყოფება „მოამბის“ გადამღები ჯგუფიც – ნოდარ ჩაჩუა ბოლო ინფორმაციით სტიქიის ზონიდან.