ჩარტერული ავიარეისი ქალაქ აქტაუდან

ყაზახეთში დაწყებული არეულობის შემდეგ, დღეს პირველად სრულდება რეისი ქალაქ აქტაუდან საქართველოს დედაქალაქის  მიმართულებით.  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისს ამ წუთებში ელოდებიან. წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავში საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებიან. რეისი ჩარტერულია და ის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით სრულდება. ჩამოფრენის შემდეგ, აღნიშნული თვითმფრინავი უახლოეს საათებში ფრენას აქტაუს მიმართულებით განახორციელებს და ყაზახეთის მოქალაქეებს სამშობლოში დააბრუნებს. დღის ბოლოს კი, აქტაუდან თბილისის მიმართულებით კიდევ ერთი რეისია დაგეგმილი.