ჩარგალში ვაჟაობა აღინიშნება

დღეს ვაჟაობაა. ლიტერატურის კლასიკოსის, პოეტისა და მწერლის, ვაჟა-ფშაველას იუბილე მის მშობლიურ სოფელში ყოველწლიურად მასშტაბურად აღინიშნება. გამონაკლისი არც წლევანდელი თარიღია. ჩარგალში დილიდან სხვადასხვა ტიპის ღონისძიება და აქტივობა ეწყობა. დღესვე გამოვლინდებიან გამარჯვებულები ესეების კონკურში -„რამ შემქმნა ადამიანად“.

ვაჟა-ფშაველას სახელობის თბილისის 87-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების ორგანიზებით და ისნის გამგეობის მხარდაჭერით კონკურსი უკვე მეორედ ჩატარდა.