„ვაჟაობა“ ჩარგალში

ჩარგალში „ვაჟაობა“ გაიმართა. გენიალური მწერლის დაბადებიდან 161 წელი შესრულდა. ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის ეზოში გამართულ ღონისძიებაზე, „სტუმარ-მასპინძლის“ მიხედვით დადგმული სპექტაკლი ახალციხის სახელმწიფო პროფესიულ დრამატული თეატრის დასმა წარმოადგინა. ქართული პოეზიისა და ლიტერატურის ბუმბერაზი წარმომადგენლის, ვაჟა-ფშაველას დაბადების დღეს, 14 ივლისს, მის მშობლიურ სოფელ ჩარგალში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ვაჟაობა“ 1961 წლიდან აღინიშნება.