ვაჟაობა 2023 - ლიტერატურული კონკურსი

162 წელი ვაჟა ფშაველას დაბადებიდან.

დილიდან ზეიმია სოფელ ჩარგალში, პოეტის სახლ-მუზეუმში. წინა წლებისგან განსხვავებით, წელს თარიღი არა თეატრალური წარმოდგენებით, არამედ მუსიკალური ნომრებითა და სკოლის მოსწავლეების დაჯილდოებით აღინიშნა. მწერლის დაბადების დღესთან დაკავშირებით ვაჟა ფშაველას სახელობის თბილისის 87 სკოლამ, ესეების კონკურსში სახელწოდებით „რამ შემქნა ადამიანად“ გამარჯვებული მოსწავლეები გამოავლინა და დააჯილდოვა.