უპატიებელი შეცდომა, – ასე აფასებს ირანის პრეზიდენტი უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებას.
ჰასან რუჰანიმ დღეს პირობა დადო, რომ ყველა დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება. ირანში დღეს ამ საქმესთან დაკავშირებით, რამდენიმე ადამიანი დააკავეს, შეიქმნა სპეციალური კომისია. უკრაინაში კი ირანელ ექსპერტებს ელოდებიან. თვითმფრინავის საქმე ირანში სანქციების ახალი ტალღის დაწყების საბაბიც გახდა.
თამთა რუხაძის რეპორტაჟი.