ავიაკატასტროფა ინდოეთში

18 დაღუპული და ათობით დაშავებული – ინდოეთში, სამგზავრო თვითმფრინავმა, რომლითაც დუბაიში პანდემიის გამო ჩარჩენილი მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებოდნენ, დაშვებისას ავიაკატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი ორად გაიხლიჩა. ჯერჯერობით არავინ იცის, რამ გამოიწვია კატასტროფა, ცუდმა ამინდმა თუ ტექნიკურმა გაუმართავობამ. უკვე შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც პირველად დასკვნას შავი ყუთების გაშიფვრის შემდეგ დადებს.