ავიარეისები საქართველო-ყაზახეთს შორის

ყაზახეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები უკვე შეუფერხებლად სრულდება. ქალაქ აქტაუდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრები უკვე ჩამოვიდნენ. ბორტზე ყაზახეთის მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ, როგორც ისინი აცხადებენ, ქვეყანაში ვითარება შედარებით გაუმჯობესებულია, თუმცა პრობლემები ჯერ ისევ რჩება. თბილისიდან ქალაქ აქტობეს მიმართულებით, დღეს დილით მორიგი თვითმფრინავი გაფრინდა.