საქართველოში წარმოებული შეფუთული ცემენტის 21 სახეობის შემოწმებიდან სტანდარტები მხოლოდ 9 კომპანიის პროდუქტმა დააკმაყოფილა, 12-მა კი მოთხოვნების ბარიერი ვერ გადალახა.
რაც შეეხება იმ 9 კომპანიას, რომელმაც ტესტირებისას დადებითი შეფასება მოიპოვა, 6 მათგანი საქართველოს ცემენტის ასოციაციის წევრია, 3 კი – სხვა მწარმოებლის. ფარული ტესტირება საქართველოს ცემენტის ასოციაციამ ჩაატარა. მათივე განცხადებით, კვლევის შედეგები შარშანდელთან შედარებით გაუმჯობესებულია.
გასულ წელს, 26 ნიმუშიდან სტანდარტი მხოლოდ სამი კომპანიის 8 პროდუქტმა დააკმაყოფილა.