ცემენტის ხარისხი

საქართველოში წარმოებული შეფუთული ცემენტის 21 სახეობის შემოწმებიდან სტანდარტები მხოლოდ 9 კომპანიის პროდუქტმა დააკმაყოფილა, 12-მა კი მოთხოვნების ბარიერი ვერ გადალახა.

რაც შეეხება იმ 9 კომპანიას, რომელმაც ტესტირებისას დადებითი შეფასება მოიპოვა, 6 მათგანი საქართველოს ცემენტის ასოციაციის წევრია, 3 კი – სხვა მწარმოებლის.  ფარული ტესტირება საქართველოს ცემენტის ასოციაციამ ჩაატარა. მათივე განცხადებით, კვლევის შედეგები შარშანდელთან შედარებით გაუმჯობესებულია.

გასულ წელს, 26 ნიმუშიდან სტანდარტი მხოლოდ სამი კომპანიის 8 პროდუქტმა დააკმაყოფილა.