სოფელ ცედანში ხანძარი ლიკვიდირებულია. მეხანძრე-მაშველებმა და სახანძრო ტექნიკამ, მიმდებარე ტერიტორია გვინ ღამით დატოვეს. პრევენციისა და მონიტორინგის მიზნით, ადგილზე რჩება ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ყველა მეხანძრე-მაშველი, ვინც ცეცხლის ქრობის პროცესში მონაწილეობდა, ფულად დანამატს მიიღებს, – ამის შესახებ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა. შალვა ხუციშვილმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა, მეხანძრე-მაშველებს მადლობა გადაუხადეს.