„იცოდე ჰეპატიტი არ იცდის“ – ამ სლოგანით აღინიშნება წელს ჰეპატიტის მსოფლიო დღე.
28 ივლისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყველა ქვეყანას მოუწოდებს იმუშაონ ერთად 2030 წლისთვის ვირუსული ჰეპატიტის, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხის ელიმინაციისთვის. „ბე“ და „ცე“ ჰეპატიტით ყოველ წელს 1 100 000 ადამიანი კვდება. საქართველოში მიმდინარე ელიმინაციის პროგრამა დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ექსპერტებმა, ჯანდაცვის უწყების და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა, ასევე ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და საქართველოში ჯანმო-ს წარმომადგენლობამ შეაჯამეს.