საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიისა და რისკების მართვის სამოქმედო გეგმის დამუშავებასა და დანერგვაზე, ასევე, მოწყვლადი ინფრასტრუქტურის რისკების შეფასებაზე მოსალოდნელი ბუნებრივი კატასტროფების გათვალისწინებით. მკვლევრების მიერ შესწავლილ იქნა კახეთისა და მცხეთა მთიანეთის რეგიონები, სადაც სტიქიური მოვლენების კუთხით რამდენიმე ცხელი წერტილი გამოიკვეთა, მათ შორის სტეფანწმინდა, ყვარელი, ომალო და თელავი. როგორც საბჭოს წევრები აცხადებენ, აღნიშნულ ლოკაციებზე საჭიროა დროული პრევენციული ღონისძიებების გატარება, რათა მოსალოდნელი საფრთხეები თავიდან იქნას აცილებული.