აღდგომა ღამისთევით იზეიმეს ღვთისშობლის სახელობის გორის საკათედრო ტაძარშიც.
საზეიმო ღვთისმსახურება გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ აღავლინა, რომელმაც ტაძარში შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა და ურთიერთგაგებისა და სიყვარულის მნიშვნელობაზე ისაუბრა.