15 გრემისა და სხვა ათობით პრესტიჟული ჯილდოს მფლობელის კონცერტამდე რამდენიმე საათი რჩება. ბრუნო მარსი თბილისშია და მსმენელის წინაშე 21 საათზე წარდგება. სოულის, დისკოს, არ-ენ-ბისა და ფანკის ჟანრის მუსიკოსი ქართველ გულშემატკივარს ბორის პაიჭაძის სახელობის მოედანზე შეხვდება. ორსაათიანი პროგრამის ფარგლებში, ცნობილ ჰიტებთან ერთად, მუსიკოსი სხვა მომღერლების კომპოზიციებს შეასრულებს. ღონისძიება პროექტ „სთარინგ ჯორჯიას” ფარგლებში, საქართველოს მთავრობის ინიციატივით იმართება.
როგორი განწყობაა მოედანზე ცნობილი შემსრულებლის კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე – „დინამო არენაზე“ იმყოფება კესო ქაფიანიძე, რომელიც პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება.