ცნობილი ბრიტანული ჯგუფი საქართველოში.
„ბელქ-სი არენა“ „მესივ ეთექის“ კონცერტს უმასპინძლებს. ბრისტოლში შექმნილი და 36-წლიანი ისტორიის და არაერთი ჯილდოს მფლობელი ტრიპ-ჰოპ ჯგუფი ქართველი მსმენელისთვის ცნობილ კომპოზიციებს შეასრულებს.
ეს უკვე მეოთხე კონცერტია, რომელიც „სტარინგ ჯორჯიას“ ფარგლებში შეკვეთილში გაიმართება. „ბლექ სი არენაზე“ სეზონს „ვან რიფაბლიქი“ გახსნის, შემდეგი კი „სკორპიონსი“ და „ჯანგლ“ იქნება.
კიდევ რომელი ბენდი და შემსრულებელი ესტუმრება საქართველოს, ეს ცნობილი ეტაპობრივად გახდება.