ბრიტანეთის მთავრობის ახალი შემადგენლობა უახლოეს დღეებში უნდა გახდეს ცნობილი
უახლოეს დღეებში უნდა გახდეს ცნობილი დიდი ბრიტანეთის მთავრობის ახალი შემადგენლობაც. სიახლეებს მინისტრთა კაბინეტში ადასტურებს პრემიერი ტერეზა მეი. ბრიტანული გამოცემა სანდეი თაიმსის ინფორმაციით, საუბარია ექვსი ახალი მინისტრის დანიშვნაზე. ამასთან, შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრი, თანამდებობას შეინარჩუნებს.
საკუთარ პოსტზე დარჩება ასევე ე.წ. ბრექსითის მინისტრი დევიდ დევისი.
დიდი ბრიტანეთის მთავრობაში ცვლილებები შესახებ განცხადება ტერეზა მეიმ მას შემდეგ გააკეთა, რაც დეკემბრის ბოლოს, თანამდებობა მინისტრთა კაბინეტის მდივანმა დატოვა, რომლის კომპიუტერშიც წლების წინ პორნოგრაფიული მასალები აღმოაჩინეს.