გახდება თუ არა ბრიქსი დიდი შვიდეულის საპირწონე ორგანიზაცია— გაერთიანებაში ამ ეტაპზე რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია და სამხრეთ აფრიკა ირიცხებიან. ორგანიზაციის გაფართოება ის მთავარი განსახილველი საკითხია, რაზეც დასავლეთთან მზარდი დაპირისპირების ფონზე, სამიტის ფარგლებში ხუთი ქვეყნის ლიდერები მსჯელობენ. თუმცა დასავლეთის ქვეყნებთან და მათ შორის ამერიკასთან მეტოქეობის მომხრე ბლოკის ყველა წევრი არ არის. ბრიქსის სამიტში დისტანციურად მონაწილეობს რუსეთის პრეზიდენტი. ვლადიმირ პუტინი იოჰანესბურგში ჰააგის სასამართლოს მიერ გაცემული დაკავების ორდერის გამო ვერ ჩავიდა. რუსეთ-ჩინეთის გეგმა და სამიტზე განსახილველი საკითხები— ნახეთ ქეთი ჩოხელის სიუჟეტში.