დიდი შვიდეულის ონლაინ სამიტი

12:16, 25.02.2024

უკრაინის პრეზიდენტმა დიდი შვიდეულის ლიდერებს მიმართა და დახმარებისკენ მოუწოდა. ვიდეომიმართვისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინამ და მისმა პარტნიორებმა უკვე ბევრს მიაღწიეს და მსოფლიო გრძნობს, რომ პუტინმა, შესაძლოა, ომი წააგოს. უკრაინის ლიდერმა „დიდი შვიდეულის” ქვეყნებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ 24 თებერვალს დაწყებული საომარი მოქმედებები და ის საშინელი პროცესები, რომლებიც რუსეთის ინტერვენციას მოჰყვა, უკრაინას მომავალს ვერ წაართმევს.

მსგავსი